ავტორი:

რუსი დამპყრობლები მარიუპოლის მცველებს იარაღის დაყრისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ და ვადას უწესებენ

რუსი დამპყრობლები მარიუპოლის მცველებს იარაღის დაყრისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ და ვადას უწესებენ

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო "აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე მყოფ უკრაინელ მებრძოლებს იარაღის დაყრისა და ნებაყოფლობით ჩაბარებისთვის დროს დღეს, მოსკოვის დროით 14:00 საათიდან აძლევს.

უწყების ცნობით, ასეთივე შეთავაზება გუშინაც გააჟღერეს, თუმცა არცერთმა უკრაინელმა ჯარისკაცმა არ მიიღო.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე საათის წინ განაცხადა, რომ მარიუპოლში, სადაც ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფება, სიტუაცია არ შეცვლილა და უკიდურესად მძიმეა.