31 მარტს, თბილისში, შარტავას ქუჩაზე, ავარიის დროს 8 წლის დათი ქოქაშვილი უმძიმესად დაშავდა. ბავშვი ერთი კვირის განმავლობაში, მრავლობითი მოტეხილობით, იაშვილის კლინიკაში იბრძოდა სიცოცხლისთვის, შემდეგ კი ოჯახმა ისრაელში გადაიყვანა. ბოლო ინფორმაციით, ბიჭის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ორი დღის წინ მას ერთი ოპერაცია ჩაუტარდა კლინიკაში...
ჟურნალისტი ვარლამ წიკლაური სოციალურ ქსელში ფოტო და ვიდეო მასალას აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ ბავშვს ისრაელში მამა შალვა კეკელიამ ჩააკითხა და მისთვის ლოცვა წაიკითხა.
ვარლამ წიკლაური:
"დღეს 8 წლის დათის სანახავად ვიყავით. მამა შალვა კეკელია მოვიდა და დაჩოქილმა წაუკითხა ლოცვა. დათი სიცოცხლისთვის იბრძვის და აუცილებლად უნდა გადარჩეს!"
ბავშვი ახლა გადარჩენისთვის იბრძვის და წინ მკურნალობის გრძელი გზა აქვს გასავლელი. ოჯახს ფინანსური დახმარება სჭირდება და ვისაც სურვილი გაქვთ თქვენი წვლილი შევიტანოთ დათის რეაბილიტაციასა და სრულ გამოჯანმრთელებაში, ამ დროს თითოეული ლარიც მნიშვნელოვანია!
გავერთიანდეთ დათისთვის!
მიმღები: ქრისტინე მამუკაშვილი, დედა
TBC: #GE05TB7962745064300024
BOG: #GE90BG0000000101545483