უკრაინამ რუსეთთან მიაღწია შეთანხმებას ალყაში მოქცეულ ქალაქ მარიუპოლიდან ქალების, ბავშვებისა და მოხუცების ევაკუაციის მიზნით ჰუმანიტარული დერეფნის შექმნასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ უკრაინის ვიცე პრემიერ-მინისტრმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.
"მარიუპოლში კატასტროფული ჰუმანიტარული სიტუაციის გათვალისწინებით, დღეს ჩვენს ძალისხმევას სწორედ აქ გავამახვილებთ“, - წერს ვერეშჩუკი "ფეისბუქზე“.
შეგახსენებთ, რუსული ძალების მიერ ალყაშემორტყმულ საპორტო ქალაქ მარიუპოლში რამდენიმე კვირაა ათასობით ადამიანია ჩარჩენილი.