საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთის საქმის მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა ადვოკატების შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე რეაგირება დაავალა.
"სასამართლო ავალდებულებს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის სათანადო, ადეკვატური სამედიცინო მომსახურების გაწევა მისი ჯანმრთელობის კუთხით. შესაბამისად, სასამართლო აკმაყოფილებს შუამდგომლობის იმ ნაწილს, სადაც ავალებს სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებას, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ მის ჯანმრთელობას, ასევე გაწეული სამედიცინო მომსახურების შესახებ აცნობონ სასამართლოს“, - განაცხადა ჩახნაშვილმა.
ამასთან, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა სასამართლოში ექიმების მოსმენისა და პენიტენციურ დაწესებულებაში მათი შეშვების თაობაზე.
შეგახსნებთ დღეს მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე შეუძლოდ გახდა.
იხილეთ ასევე: