რუსეთმა უკრაინას შეთანხმების დოკუმენტის პროექტი გადასცა, მაგრამ კიევი არ ჩქარობს რეაგირებას, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინული მხარე მუდმივად შორდება ადრე შეთანხმებულ პოზიციებს, მუდმივად ცვლის მათ, რაც უარყოფითად აისახება მოლაპარაკებების ეფექტურობაზე.
"ჩვენი დოკუმენტის პროექტი გადაეცა უკრაინულ მხარეს, რომელიც შეიცავს აბსოლუტურად მკაფიო ფორმულირებებს. ბურთი მათ მხარესაა. ჩვენ ველოდებით პასუხს", - განაცხადა პესკოვმა.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა და რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში უკრაინული დელეგაციის წევრმა მიხაილო პოდოლიაკმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესი, ფაქტობრივად, გაყინულია.