პოლიტიკურად დაპირისპირებულ ქვეყნებს რამხელა არმიები ჰყავთ და რამდენი ტანკი თუ თვითმფრინავი საბრძოლველად გამზადებული - შეიძლება თავად ამ ქვეყნების გენერალური შტაბებიც კი შეცდნენ დათვლისას, მაგრამ ჩვეულებრივ ობივატელს წარმოდგენა რომ შეექმნას ამა თუ იმ ქვეყნის სამხედრო ძლიერებაზე, რეალობასთან ყველაზე მიახლოებული ინფორმაციის მოწოდებას "კვირის პალიტრის" ამ ექსკლუზიურ სტატიაში შევეცდებით.
ბუნებრივია, თითქმის მთელი მსოფლიოსა და მათ შორის ჩვენი თანამემამულეების ყურადღება მეორე თვეა რუსეთ-უკრაინის ომზეა მიჯაჭვული.
დაუნდობელი ხალიჩისებური საჰაერო დაბომბვების შედეგად უკრაინული ქალაქების ჩამონგრეული საცხოვრებელი კორპუსებისა და დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის შემხედვარე საქართველოში სულ უფრო ხშირად სვამენ კითხვას, იგივე საშინელება ჩვენც ხომ არ მოგველის, თუკი ეს ომი გასცდა უკრაინის ფარგლებს და რუსეთ-ნატოს დიდ ომში გადაიზარდა?
ამის თეორიული დაშვებაც არავის სურს, თუმცა ბევრი ვერც რუსეთის უკრაინაში სამხედრო შეჭრას წარმოიდგენდა 21-ე საუკუნეში. სამხედრო ძალების რა თანაფარდობა არსებობს, ერთი მხრივ, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და, მეორე მხრივ, რუსეთს შორის?
შეიძლება უფრო ლოგიკური ყოფილიყო, ნატოსთან მხოლოდ რუსეთი კი არა, არამედ "კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია", იგივე ო-დე-კა-ბეც შეგვედარებინა, მაგრამ ყველა ვხვდებით, რომ გადამწყვეტ მომენტში ნატოს წინააღმდეგ ამ ორგანიზაციის ექვსი წევრიდან პუტინს მხარში შეიძლება მხოლოდ ლუკაშენკო ამოუდგეს, რადგან ყაზახეთი ან სომხეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან საბრძოლველად არ წავლენ. გააგრძელეთ კითხვა