ავტორი:

აჭარაში  სტიუარდინგის ტრენინგები ჩატარდა

აჭარაში  სტიუარდინგის ტრენინგები ჩატარდა

აჭარაში სტიუარდინგის მიმართულებით სასტუმროების კვებისა და სასმელების სამსახურების თანამშრომლებს ტრენინგები ჩაუტარდათ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა სტუარდინგის თეორიულ-პრაქტიკულ ტრენინგს პირველად გაუწია ორგანიზება. სტუარდებსა და შეფ სტუარდებზე გათვლილი მოკლევადიანი ტრენინგისას მონაწილები სამზარეულოს დასუფთავების, ჭურჭლისა და სამზარეულოს ინვენტარის მოვლა-დასუფთავების სტანდარტებს გაეცნენ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგებს, მასტერკლასებს, სემინარებსა და ვორქშოპებს ბოლო წლებია აქტიურად ატარებს. ის რეგიონში მოქმედი კვებისა და განთავსების ობიექტების თანამშრომლებზე, გიდებზე, ტურისტული სააგენტოებისა და საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენლებზეა გათვლილი. დეპარტამენტის საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობა უფასოა.

NS