ავტორი:

"რუსთაველზე, დედაქალაქში არ უნდა შევიკრიბოთ 10-15 000 კაცი, საუბარია 200 000 კაცის ზეიმზე, რომელიც უზრუნველყოფს რუსული პარტიის გაცილებას" - ლევან ხაბეიშვილი

"რუსთაველზე, დედაქალაქში არ უნდა შევიკრიბოთ 10-15 000 კაცი, საუბარია 200 000 კაცის ზეიმზე, რომელიც უზრუნველყოფს რუსული პარტიის გაცილებას" - ლევან ხაბეიშვილი

რუსთაველზე, დედაქალაქში არ უნდა შევიკრიბოთ 10-15 000 კაცი, საუბარია 200 000 კაცის ზეიმზე, რომელიც უზრუნველყოფს რუსული პარტიის გაცილებას. ეს არის აბსოლუტურად რეალისტური და შეძლებადი თუ მოქალაქეების უმრავლესობა გააკეთებს იმავეს, რასაც აკეთებს არჩევნებზე, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, აქციები შეთანხმებული უნდა იყოს სამოქალაქო საზოგადოებასთან და ოპოზიციასთან, ვინაიდან "ეს არის ღირებულებების და მიზნის გარშემო გაერთიანება“.

"დღეს ვნახეთ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს ჯანმრთელობის ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს, შესაბამისად "ქართული ოცნება“ უნდა იაზრებდეს პასუხისმგებლობას, რომელიც ეკისრება მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის და სიცოცხლის წინაშე. ნურავის ნუ ჰგონია, რომ თუ მიხეილ სააკაშვილს თმის ღერი ჩამოუვარდება, პრობლემები არ შეექმნებათ, ამას მძიმე შედეგები მოჰყვება მათთვის, ვინც ამაზე პასუხისმგებლობას იღებს.

მოთქმა-გოდების და პანიკაში ჩავარდნის დრო არ არის, უნდა ვმობილიზდეთ და ვემსახუროთ ერთ კონკრეტულ მიზანს - რუსული პარტიის დასრულებას საქართველოში. რუსთაველზე, დედაქალაქში არ უნდა შევიკრიბოთ 10-15 000 კაცი, საუბარია 200 000 კაცის ზეიმზე, რომელიც უზრუნველყოფს რუსული პარტიის გაცილებას, ეს არის აბსოლუტურად რეალისტური და შეძლებადი თუ მოქალაქეების უმრავლესობა გააკეთებს იმავეს, რასაც აკეთებს არჩევნებზე. ჩათვალეთ, რომ ტარდება რეფერენდუმი და შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, ცხადია ეს შეთანხმებული უნდა იყოს სამოქალაქო საზოგადოებასთან და ოპოზიციასთან, ეს არის ღირებულებების და მიზნის გარშემო გაერთიანება. მნიშვნელოვანია 200 000 ადამიანი შეიკრიბოს დედაქალაქის ცენტრში და მოვაწყოთ სახალხო ზეიმი, სადაც რუსული პარტია იძულებული გახდება ჩაატაროს ვადამდელი არჩევნები“, - აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.