რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაცია დასრულდება მაშინ, როცა ნატოს მიერ უკრაინის დაუფლებასთან დაკავშირებული საფრთხეები აღმოიფხვრება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს მეორე დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალექსეი პოლშჩუკმა TASS-თან ინტერვიუში განაცხადა.
"სპეციალური სამხედრო ოპერაცია დასრულდება მაშინ, როცა მისი ამოცანები შესრულდება. მათ შორისაა დონბასის მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა, უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია, ასევე რუსეთისთვის უკრაინის ტერიტორიიდან მომავალი საფრთხის აღმოფხვრა, ნატოს ქვეყნების მიერ მისი დაუფლების გამო", - განაცხადა რუსმა დიპლომატმა.
მისი თქმით, სპეცოპერაცია დაგეგმილის მიხედვით მიმდინარეობს.
"ყველა მიზანი მიღწეული იქნება“, - აღნიშნა პოლონჩუკმა.