ავტორი:

დღის ფოტო - იუბილარი დედოფალი საყვარელ პონებთან ერთად

დღის ფოტო - იუბილარი დედოფალი საყვარელ პონებთან ერთად

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედი იუბილარია. ის 96 წლის გახდა. დედოფალი 96 წლის იუბილეს ხუთშაბათს სანდრინგჰემში აღნიშნავს.

ბრიტანეთის მონარქი ნორფოლკის მამულში ვერტმფრენით გაემგზავრა, სადაც მას, მოგვიანებით, ოჯახის წევრები და მეგობრები შეუერთდებიან. სავარაუდოდ, ის დაბადების დღის შემდეგაც დარჩება აგარაკზე, რომელიც განსაკუთრებით მის გარდაცვლილ მეუღლეს - პრინც ფილიპს მოსწონდა.

დაბადების დღის აღსანიშნავად გამოქვეყნდა ფოტო, რომელზეც დედოფალი საყვარელ პონებთან ერთად არის აღბეჭდილი. სურათი გადაღებულია უინძორის ციხესიმაგრეში, სადაც მონარქი უმეტეს დროს ატარებს.

მოამზადა კესო კვარაცხელიამ