ავტორი:

პუტინმა მარიუპოლში “აზოვსტალზე" თავდასხმას შეუსაბამო უწოდა და შოიგუს შტურმის გაუქმება დაავალა -  რას წერს რუსული მედია

პუტინმა მარიუპოლში “აზოვსტალზე" თავდასხმას შეუსაბამო უწოდა და შოიგუს შტურმის გაუქმება დაავალა -  რას წერს რუსული მედია

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, მარიუპოლში “აზოვსტალის” ინდუსტრიულ ზონაზე თავდასხმას შეუსაბამო უწოდა და მისი გაუქმების ბრძანება გასცა.

გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა მან რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელს, სერგეი შოიგუს დაავალა.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

პუტინმა ბრძანება რუსი სამხედროების სიცოცხლის გადარჩენის მოტივით ახსნა:

"ჩვენი ჯარისკაცების და ოფიცრების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენაზე ყოველთვის უნდა ვიფიქროთ, მაგრამ განსაკუთრებით ამ შემთხვევაში. არ არის საჭირო ამ კატაკომბებში ასვლა და მიწისქვეშეთში სეირნობა. ეს სამრეწველო ობიექტებია“, - აღნიშნა პუტინმა.

ამასთანავე, მან შოიგუს უბრძანა, ისე ჩაკეტონ "აზოვსტალის“ მიმდებარე ტერიტორია, რომ "ბუზიც კი ვერ აფრინდეს“.

პუტინმა შოიგუს ასევე დაავალა, რომ კიდევ ერთხელ მოუწოდოს ყველა უკრაინელ სამხედროს, ვისაც იარაღი ჯერ არ დაუყრია, რომ მათ ექნებათ სიცოცხლის შენარჩუნების და ღირსეული მოპყრობის გარანტია, თუკი "აზოვსტალს" დატოვებენ.

ცნობისთვის, რუსულ ძალებს "აზოვსტალის" ინდუსტრიული ზონა რამდენიმე დღეა ალყაში აქვთ მოქცეული.

ბატალიონ "აზოვის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გიორგი ქუფარაშვილმა გუშინ "პალიტრანიუსის“ გადაცემა "360 გრადუსში“ უკრაინიდან ჩართვისას იქ არსებულ ვითარებაზე ილაპარაკა.

"იმდენად არიან გამწარებულები, რუსებს პუტინისგან დავალება აქვთ, რომ 9 მაისს "აზოვსტალი“ აღებული ჰქონდეთ, რომ მან ეს იზეიმოს. იქ არ მიდის ქვეითებით შეტევა, იქ მიდის საარტილერიო და საავიაციო დაუთოება. საკმაოდ მძიმე შეიარაღება მუშაობს აზოვსტალზე. ხდება მთლიანად დაუთოება აზოვსტალის - იქ არ არის განსხვავება მოქალაქეა თუ სამხედრო, აზოვი უნდა დამთავრდეს, მითი უნდა დაანგრიონ. უნდათ, რომ ამით მაინც გამოაჩინონ ძალა - რომ აი, აზოვი გავანადგურეთ. მთელი რუსეთი ეჯაჯგურება ერთი ქარხნის ტერიტორიას და ეს პირიქით, აჩვენებს რამდენად აბსურდულ მდგომარეობაში იმყოფებიან რუსები, უკვე ჭკუასთან ახლოს არ არიან", - განაცხადა მან.

იხილეთ ასევე: