ავტორი:

"მუდმივად შეურაცხყოფას მაყენებდა და ისეთი მზერით მიყურებდა, თითქოს სულელი ვიყავი" - ჯონი დეპი ამბერ ჰერდს ძალადობაში ადანაშაულებს: სკანდალური სასამართლო პროცესი

"მუდმივად შეურაცხყოფას მაყენებდა და ისეთი მზერით მიყურებდა, თითქოს სულელი ვიყავი" - ჯონი დეპი ამბერ ჰერდს ძალადობაში ადანაშაულებს: სკანდალური სასამართლო პროცესი

58 წლის "კარიბის ზღვის მეკობრეების“ ვარსკვლავის ჯონი დეპის და მისი ყოფილი მეუღლის სასამართლო პროცესზე ახალი დეტალები გამოიკვეთა. მსახიობის მტკიცებით, შეუღლებიდან 1 წლის გასვლის შემდეგ, წყვილი ხშირად კამათობდა. მისი თქმით, ამ პერიოდში, ამბერ ჰერდი ქმრის მიმართ ხშირად იყენებდა სარკასტულ, აგრესიულ, ძალადობრივ, უხეშ და ტოქსიკურ საუბრის მანერას და შიგადაშიგ, ძალადობასაც მიმართავდა.

"ეს შესაძლოა დაწყებულიყო სილის გაწვნით, ტელევიზორის პულტისა და ღვინის ჭიქის სახეში სროლით...“ - ამბობს დეპი და დასძენს, რომ მის ყოფილ მეუღლეს ძალადობა და კონფლიქტი სწყურია.

სასამართლოზე ხმის ჩანაწერებსც მოუსმინეს, რომელშიც ამბერი ადასტურებს, რომ ერთ-ერთი დაპირისპირებისას, ფიზიკური ჩხუბი თვითონ წამოიწყო.

ჯონი დეპმა პროცესზე ადრინდელი, აწ უკვე ყველასთვის ცნობილი შემთხვევაც გაიხსენა, როცა ამბერმა მის საწოლზე ადამიანის ფეკალიები მოათავსა. ამ შემთხვევას ქალი უარყოფს და საძაგლობას უწოდებს.

დეპს, სასამართლოზე ნათქვამის მიხედვით, ალკოჰოლზე და ოპიოიდებზე (სტრუქტურულად ძალიან ჰგავს ჰეროინს) ჰქონდა დამოკიდებულება. მისი თქმით, ბეჭის დაზიანების შემდეგ დანიშნული როქსიკოდონის მიღებამ ოპიოიდებზე გახადა დამოკიდებული, რომლებიც რეცეპტით გაიცემა.

დეპმა თქვა, რომ როცა ის ნარკოტიკული საშუალებებისგან დეტოქსიკაციას ცდილობდა, ამბერი უმალავდა იმ წამლებს, რაც მდგომარეობის შემსუბუქებაში უნდა დახმარებოდა და არ აძლევდა მათი მიღების საშუალებას.

"მძულს ამას რომ ვამბობ, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ეს ყველაზე სამარცხვინო პერიოდია ჩემს ცხოვრებაში. იატაკზე ვხოხავდი და ვტიროდი", - ყვება 58 წლის მსახიობი.

დეპის თქმით, ალკოჰოლზე დამოკიდებული სწორედ მათი ურთიერთობის სირთულეებმა გახადა:

"ჩვენი ურთიერთობის განმავლობაში, მუდმივად შეურაცხყოფას მაყენებდა და ისეთი მზერით მიყურებდა, თითქოს სულელი ვიყავი. მე ხმის ამოღებაც მეკრძალებოდა".

მოსამართლემ დეპისა და ჰერდის ყოფილი თერაპევტიც დაჰკითხა, რომელმაც თქვა, რომ ორივე მათგანი ძალადობდა ერთმანეთზე. ამ განცხადებას დაეთანხმნენ მედიკოსები, რომლებიც დეპს დეტოქსიკაციაში ეხმარებოდნენ.

ილონ მასკი, ჯეიმს ფრანკო და პოლ ბეთანი ჯერ კიდევ დასაკითხები არიან. როგორც ვარაუდობენ, ამბერ ჰერდის და ჯონი დეპის სასამართლო დავა დაახლოებით, კიდევ ერთი თვე გაგრძელდება.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა