ავტორი:

ფეხთბანვის რიტუალი, რომელიც დიდი ხუთშაბათის მსახურების შემდეგ სამების საკათედრო ტაძარში ტრადიციულად ტარდებოდა, დღეს არ შესრულდება

ფეხთბანვის რიტუალი, რომელიც დიდი ხუთშაბათის მსახურების შემდეგ სამების საკათედრო ტაძარში ტრადიციულად ტარდებოდა, დღეს არ შესრულდება

დღეს, დიდი ხუთშაბათის მსახურების შემდეგ, სამების საკათედრო ტაძარში ფეხთბანვის რიტუალი არ შესრულდება.

ტრადიციულად, ამ დღეს წირვის დასრულების შემდეგ, ფეხთბანვის რიტუალი სრულდებოდა, რომლის დროსაც, კათოლიკოს-პატრიარქი მსახურებაში მონაწილე 12 სასულიერო პირს ფეხს ბანდა, თუმცა წელს ეს რიტუალი არ შესრულდება. სამების საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურებას საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო აღავლენს.

დიდ ხუთშაბათს ტაძრებში ასევე 12-გზის სახარება იკითხება, რომლის დროსაც წმინდა წერილიდან 12-ჯერ წაიკითხავენ მონაკვეთებს უფალი იესო ქრისტეს ცხოვრებისა და ჯვარცმის შესახებ.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში 12-გზის სახარების კითხვა 19:00 საათზე დაიწყება.

ვნების შვიდეულში დიდი ხუთშაბათი განსაკუთრებული დღეა. წმინდა სახარების მიხედვით ამ დღეს მაცხოვარმა თავის მოწაფეებთან ერთად ბოლო პასექი და ფეხთბანვა აღასრულა. უფალმა მოწაფეები პირველად აზიარა და ამით ევქარისტიის საიდუმლო დააწესა. პასექის ჟამს მაცხოვარმა ასევე მიანიშნა, რომ მას ერთ-ერთი მოწაფე, იუდა ისკარიოტელი გასცემდა.დიდი ხუთშაბათის მსახურების შემდეგ, დღეს, სამების საკათედრო ტაძარში ფეხთბანვის რიტუალი არ შესრულდება.

ასევე იხილეთ: