ავტორი:

ხარკოვის მერის თქმით, ქალაქი ინტენსიური დაბომბვის ქვეშაა

ხარკოვის მერის თქმით, ქალაქი ინტენსიური დაბომბვის ქვეშაა

უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქი ხარკოვი ინტენსიური დაბომბვის ქვეშაა, - ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის მერზე იგორ ტერეხოვზე დაყრდნობით დასავლური მედია აქვეყნებს.

"ძლიერი აფეთქებები - რუსეთის ფედერაცია გააფთრებით ბომბავს ქალაქს“, - აღნიშნა ტერეხოვმა.

მისივე თქმით, დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი რჩება ქალაქში, ხოლო მოსახლეობის დაახლოებით 30%, ძირითადად ქალები, ბავშვები და მოხუცები, ევაკუირებულები არიან.

მოქალაქეები, რომლებიც ხარკოვში ამ დრომდე რჩებიან, ათზე მეტ თავშესაფრად გადაქცეულ მეტროსადგურში - ცხოვრობენ.

მედიის ცნობით, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ხარკოვს თითქმის განუწყვეტელი საარტილერიო ცეცხლის ქვეშაა.

ცნობისთვის, უკრაინის გენერალურმა შტაბმა დღეს დილით განაცხადა, რომ რუსული ძალები ქვეყნის აღმოსავლეთში შეტევას დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებზე სრული კონტროლის დამყარების მიზნით აგრძელებენ.