ავტორი:

"დავემშვიდობე ქართველ მებრძოლებს, ძველ და ახალ შეძენილ მეგობრებს" - გია ბარამიძე უკრაინიდან საქართველოში ბრუნდება

"დავემშვიდობე ქართველ მებრძოლებს, ძველ და ახალ შეძენილ მეგობრებს" - გია ბარამიძე უკრაინიდან საქართველოში ბრუნდება

გია ბარამიძე, რომელიც ომის დაწყებიდან მოყოლებული უკრაინაში იმყოფება, საქართველოში ბრუნდება. პოლიტიკოსი სოციალურს ქსელში წერს, რომ ნაღველზე უნდა გაიკეთოს ოპერაცია. ბარამიძის გამოქვეყნებულ ფოტოში ჩანს უკრაინაში მებრძოლი ქართველები, მათ შორის მამუკა მამულაშვილი და პოლიტიკოსი კობა ხაბაზი, რომელთან ერთადაც გადაღებულ ფოტოებს ამ ორი თვის განმავლობაში ხშირად აქვეყნებდა...

"21 თებევრლიდან უკრაინაში ყოფნის შემდეგ, დავემშვიდობე ქართველ მებრძოლებს, ძველ და ახალ შეძენილ მეგობრებს, ოღონდ იმ პირობით, რომ აღდგომის შემდეგ (დიდი ხნის გადადებულ) ნაღვლის ბუშტის ამოჭრის ოპერაციას გავიკეთებ და (ღმერთმა არ ქნას) კიევზე რაშისტების ფართემასშტაბიანი შეტევა თუ განახლდება, ეგრევე დავბრუნდები. დიდება და გამარჯვება ყველა პატრიოტს! დიდება საქართველოს!" - წერს გიორგი ბარამიძე.