ავტორი:

კლარკების ოჯახის "ოქროს მაძიებელი" წევრი - ლეკვმა სეირნობისას 6.000 ფუნტის ღირებულების ოქროს მონეტები ამოთხარა

კლარკების ოჯახის "ოქროს მაძიებელი" წევრი - ლეკვმა სეირნობისას 6.000 ფუნტის ღირებულების ოქროს მონეტები ამოთხარა

ინგლისელმა 51 წლის ადამ კლარკმა, თავისი 9 წლის ქალიშვილის, ალისიასთვის სურპრიზის გაკეთება მოისურვა და საჩუქრად ლაგოტო რომანიოლოს ფუმფულა ლეკვი მიუყვანა. ცუგას ოჯახმა ოლი დაარქვა. პირველივე დღეს, როცა ადამმა ოლი ბლექპულის ადგილობრივ მინდვრებზე სასეირნოდ გაიყვანა, ლეკვმა 15 ოქროს მონეტა ამოთხარა. მონეტები, როგორც ჩანს დიდი ხნის წინათ ჩამარხეს, ისინი მე-19 საუკუნით თარიღდება.

ადამი ყვება:

"10 წუთიც არ იყო გასული ქუჩაში გასვლიდან, რომ ოლიმ ენერგიულად დაიწყო მიწის გათხრა, შემდეგ კი ოქროს მონეტები გამოჩნდა. თვალებს არ ვუჯერებდი. სახლში მოყვანისთანავე ვიფიქრეთ, რომ ოლი განსაკუთრებული იყო..."

"საგანძურის პოვნა ერთია, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ საკუთარი ოქროზე მონადირე გვყავს და ერთი სული მაქვს კიდევ როდის გავიყვან სასეირნოდ", - ხუმრობს ადამი.

ლაგოტო რომანიოლოს ჯიშის ძაღლებს, ზოგადად, მიწის გათხრა უყვართ და ხშირად მიჰყავთ მონადირეებს ისინი ტრუფელების (სოკოს სახეობა) შესაგროვებლად.

"განსაკუთრებული ცუგაა და აღფრთოვანებული ვარ იმ წვლილით, რომელიც ჩვენს ოჯახში შემოაქვს - პირდაპირი გაგებით!“

წყარო: thesun

მოამზადა: ანა სიბოშვილმა