ავტორი:

მთიან აჭარას კიდევ ორი საპიკნიკე ზონა შეემატება

მთიან აჭარას კიდევ ორი საპიკნიკე ზონა შეემატება

მთიან აჭარაში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება. ამჯერად, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო შუახევსა და ქედაში საპიკნიკე ზონების მოწყობას გეგმავს. ავთენტური და ეკოლოგიური მასალებით დამზადებული საპიკნიკეები მახუნცეთის მთა ნამხლევსა და კვესაური-ძველიმთის მიმდებარედ ხარისაწოლზე გაკეთდება, რაც მოგზაურებს საშუალებას მისცემს ღია სივრცეში, ავთენტურ გარემოში განიტვირთონ, დაისვენონ და ულამაზესი პანორამული ხედებით დატკბნენ. საპიკნიკე ინფრასტრუქტურა საკოცონე სივრცეებს, ფანჩატურებს, საქანელებიან მოსასვენებელ სივრცეებსა და ფოტოსტენდებს მოიცავს.

მსგავსი საპიკნიკე ზონები ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ 2020-2021 წლებში, ჩირუხის მთაზე, ჯვარიმინდროზე, სოფელ კაპნისთავსა და შუამთაზე მოაწყო. ჯვარიმინდორზე საპიკნიკე ზონასთან ერთად ტურისტული თავშესაფრები გაკეთდა, სადაც მოლაშქრეებს ღამისთევა და ულამაზეს გარემოში დროის გატარება შეუძლიათ. გარდა საპიკნიკე ინფრასტრუქტურისა, წელს სააგენტო ხიხანის ციხეზე ასავლელი ბილიკის პროექტსა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, ახალი ტურისტული პროდუქტების განვითარებასა და პოპულარიზაციის კუთხით აგრძელებს მუშაობას.

NS