ავტორი:

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა, უკრაინაში ომზე საქართველოს ლიდერების საპასუხო ქმედებებს დადებითად აფასებს

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა, უკრაინაში ომზე საქართველოს ლიდერების საპასუხო ქმედებებს დადებითად აფასებს

„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა, უკრაინაში ომზე საქართველოს ლიდერების საპასუხო ქმედებებს დადებითად აფასებს.

კითხვაზე: „როგორ შეაფასებდით უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე მათ ქმედებას?“ - გამოკითხულთა 63% პრეზიდენტის ქმედებებს აფასებს დადებითად, 46% კი პრემიერ-მინისტრის. უარყოფითად პრეზიდენტის ქმედებები 18%-მა შეაფასა, პრემიერ-მინისტრის ქმედებები კი უარყოფითად 37%-მა.

პრეზიდენტის ქმედებების შეფასებისას პასუხი არ იცოდა 18%-მა, ხოლო პრემიერ-მინისტრის ქმედებების შეფასებისას 15%-მა.

ცნობისთვის, კვლევის საველე სამუშაოები 2 ეტაპად ჩატარდა. თებერვალში საველე სამუშაოები მოიცავდა 3-15 თებერვალს. 2,036 დასრულებულ ინტერვიუს (18% გამოპასუხება, AAPOR სტანდარტების მიხედვით); საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.8%; ხოლო მარტში საველე სამუშაოები მოიცავდა 9 -20 მარტს. 2,024 დასრულებულ ინტერვიუს (18% გამოპასუხება, AAPOR სტანდარტების მიხედვით); საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1.6%

საველე სამუშაოები ჩატარდა თბილისში, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, ახალქალაქსა და მარნეულში. ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის.