ავტორი:

აშშ უკრაინას დამატებით 800 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს

აშშ უკრაინას დამატებით 800 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის დამატებით 800 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადა.

"დღეს მე ვაცხადებ 800 მილიონიანი სამხედრო დახმარების შესახებ, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ უკრაინის აღმოსავლეთში, დონბასის რეგიონში ბრძოლისუნარიანობა", - განაცხადა ბაიდენმა და დასძინა, რომ ახალი პაკეტი მოიცავს მძიმე არტილერიას და თვითმფრინავებს, ასევე საბრძოლო მასალას.

აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა კამპანიის რეფოკუსირება აღმოსავლეთ უკრაინაში ახალი ტერიტორიების ჩაგდებაზე მოახდინა და ისინი მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად რამდენადაც შეუძლიათ სწრაფად მოქმედებენ, რათა უკრაინას მიაწოდონ იარაღი , რომელიც მათ სჭირდებათ.

ამასთან, ბაიდენმა ისაუბრა დამატებით ეკონომიკური დახმარების შესახებ.

"გარდა იმისა, რომ გავაძლიერებთ უკრაინის წინააღმდეგობას ბრძოლის ველზე, ჩვენ ასევე ვავლენთ მხარდაჭერას უკრაინელი ხალხის მიმართ. დღეს შეერთებული შტატები აცხადებს, რომ ჩვენ ვაპირებთ დამატებით 500 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას პირდაპირი ეკონომიკური დახმარებისთვის“ , - განაცხადა ბაიდენმა.

ბაიდენმა აღნიშნა, რომ 500 მილიონი დოლარის დაფინანსება უკრაინის მთავრობას შეუძლია გამოიყენოს „ქვეყნის ეკონომიკის სტაბილიზაციისთვის, რუსეთის თავდასხმის შედეგად განადგურებული თემების მხარდასაჭერად და იმ მამაცი ადამიანებისთვის თანხის გადასახდელად, რომლებიც აგრძელებენ უკრაინის ხალხისთვის აუცილებელ მომსახურებას“.