ავტორი:

"ყველგან დიდი ასოებით გადავაწეროთ ზევიდან, "პუტინ ხუილო" - რას წერს დავით ზურაბიშვილი თბილისში გამოჩენილ უჩვეულო ნახატებზე

"ყველგან დიდი ასოებით გადავაწეროთ ზევიდან, "პუტინ ხუილო" - რას წერს დავით ზურაბიშვილი თბილისში გამოჩენილ უჩვეულო ნახატებზე

სოციალური ქსელის მომხმარებლები წერენ, რომ რამდენიმე დღეა თბილისში უცნაური ნახატები გამოჩნდა. ყველა მათგანს ერთნაირი ფორმა აქვს, თუმცა ფერებით განსხვავდება.

სოციალურ ქსელში ფაქტის შესახებ აქტიურად მსჯელობენ. თემას ეხმიანება პოლიტიკის საკითხების ანალიტიკოსი, "რესპუბლიკური პარტიის" ყოფილი წევრი დავით ზურაბიშვილი.

"ერთ-ორ ადგილას კომენტარად მქონდა და ვფიქრობ, სტატუსადაც ღირს.ეს რაღაც უცნაური ნახატები რომაა, სავარაუდოდ ჩამოსული რუსები რომ ტოვებენ სხვადასხვა ადგილას. მე არ ვიცი რამე სამხედრო-სადაზვერვო დანიშნულებისაა თუ სტრიტ-არტის ფორმაა, მაგრამ მინიმუმ საეჭვო რომ არის და საზოგადოებას აღელვებს, ამაზე ორი აზრი ალბათ არ არსებობს.

ხელისუფლებაზე აპელირება და მოწოდება, რათა მიაქციონ ყურადღება, ამ შემთხვევაში ვფიქრობ არის აუცილებელი, მაგრამ არც მაინცდამაინც პროდუქტიული. ამ სახელმწიფო სტრუტურებს უშუალოდ ბიძინა ან მინიმუმ ბერა ივანიშვილმა თუ არ მოუწოდა, ისე თითის განმძრევი არაა არცერთი, განსაკუთრებით თუ თეორიულადაც მაინც რუსებს ეხებათ საქმე.

ამიტომ მაქვს საკმაოდ მარტივი, მაგრამ ეფექტიანი პრაქტიკული წინადადება: სადაც ამ ნიშნებს დავინახავთ, ყველგან დიდი ასოებით გადავაწეროთ ზევიდან "პუტინ ხუილო!" რის შედეგადაც თხუთმეტ წუთში მერიის დასუფთავების სამსახური იქ გაჩნდება და თვითონ წაშლის", - წერს ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რომ როგორც "ფეისბუქში" წერენ, ასეთი ნახატები განთავსებულია ისეთ შენობებთან, რომელთაც აქვთ მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა.

"საერთო ჯამში აღმოვაჩინე დაახლოებით 50-მდე მსგავსი ნიშანი, რომელთა მოხაზულობა დაახლოებით ერთნაირია, თუმცა აქვს რაღაც მცირე განსხვავებები.

მაგრამ ახლა ყველაზე მთავარი, ნიშნების 95%+, რომელიც ვნახე, განთავსებულია მიწისქვეშა გადასასვლელებთან, მიწისქვეშა ავტოსადგომებთან, ხიდებთან, შედარებით დიდ ბანკებთან, რომელთაც აქვთ მიწისქვეშა საცავები, უნივერსიტეტების ან სხვა ტიპის საზოგადეობრივი დაწესებულებების შენობებთან, რომელთაც აქვთ მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა და მაღალსართულიანი კორპუსების ფასადის მხრიდან შემჩნეულ სარდაფებთან", - ვკითხულობთ "ფეისბუქგვერდზე" “World Military-ანალიტიკა.

სოციალური ქსელის მომხმარებლები ეჭვობენ, რომ ამგვარად გარკვეული ჯგუფის მიერ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობოექტების მონიშვნა ხდება.