ავტორი:

ორთვიანი გაუჩინარების შემდეგ, პუტინის საყვარელი ქალი გამოჩნდა - ალინა კაბაევა, რომელიც შვეიცარიაში ეგონათ, მოსკოვშია და ფესტივალისთვის ემზადება (ფოტოები)

ორთვიანი გაუჩინარების შემდეგ, პუტინის საყვარელი ქალი გამოჩნდა - ალინა კაბაევა, რომელიც შვეიცარიაში ეგონათ, მოსკოვშია და ფესტივალისთვის ემზადება (ფოტოები)

ალინა კაბაევა, ვლადიმერ პუტინის საყვარელი ქალი, რომელზეც მსოფლიო მედია უკრაინაში ომის დაწყების დღიდან წერდა და მისი პერსონით, ასევე ადგილსამყოფელით ინტერესდებოდა, რუსეთშია. ყოფილი მხატვრული ტანმოვარჯიშე პუტინის ფავორიტი ქალია. მედია წლებია წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტისგან კაბაევას რამდენიმე შვილი ჰყავს და სწორედ მის გამო დაშორდა თავის დროზე ოფიციალურ ცოლს.

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, კაბაევაზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის შვილებთან ერთად შვეიცარიას აფარებდა თავს. ადგილობრივები და უკრაინელები შვეიცარიის მთავრობას სთხოვდნენ, რომ კაბაევა ქვეყნიდან გაეძევებინათ. შვეიცარიის ოფიციალური პირები კი ამბობდნენ, რომ ალინა კაბაევა მათ ქვეყანაში არ იმყოფებოდა.

ამჯერად კი რუსული მედია წერს, რომ ის რუსეთში რიტმული ტანვარჯიშის ფესტივალის რეპეტიციას დაესწრო.

"ძირს ქუსლები - ალინა კაბაევა რიტმული ტანვარჯიშის ფესტივალის რეპეტიციაზე 100 ათას რუბლად ღირებულ სპორტული ფეხსაცმლით მივიდა", - ასეთი სათაურებით აქვეყნებენ რუსული ონლაინ გამოცემები მის შესახებ ახალ ამბებს.

ომის დაწყებიდან ორი თვის შემდეგ. ეს ტანმოვარჯიშის პირველი გამოჩენაა კამერების წინ. უკრაინაში სასტიკი ომის წარმოების პარალელურად, რუსეთი დროს არ კარგავს და უარს არ ამბობს სხვადასხვა შინაარსის ფესტივალებისა, თუ მუსიკალური დაჯილდოვებების გამართვაზე. ამჯერად გაზაფხულის ტრადიციული რიტმული ტანვარჯიშის ფესტივალის დროც მოვიდა. სწორედ ამ ფესტივალის რეპეტიციას დაესწრო კაბაევა.

რეპეტიციის ამსახველი ფოტოები, სადაც კაბაევაც პოზირებს, მხატვრული ტანვარჯიშის მწვრთნელმა, ეკატერინა სიროტინამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

პუტინის ფავორიტმა როგორც ჩანს, რეპეტიცია ჩაიბარა და დარწმუნდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ალინა კაბაევა რეპეტიციაზე ტრადიციული ქუსლიანი ფეხსაცმლის გარეშე მივიდა. ქალს მოკლე ნაქსოვი ჟაკეტი, თეთრი პერანგი და ნაცრისფერი ჯინსი ეცვა. მის ჩაცმულობაში საინტერესო დეტალი იყო Brunello Cucinelli-ს სპორტული ფეხსაცმელი ეცვა, რომლის ღირებულებაც 93,950 რუბლია (3203 ლარი). Brunello Cucinelli ცნობილი იტალიური ბრენდია, რომელიც ქმნის როგორც მამაკაცის, ასევე ქალის ხაზის სამოსს.

ბრენდი განსაკუთრებით უყვართ ჰოლივუდის ვარსკვლავებს. ამ ფირმის სამოსი ხშირად აცვიათ ბლეიკ ლაივლის, დემი მურსა და მარკ ცუკერბერგს. 38 წლის ალინა უპირატესობას ანიჭებს ისეთ ბრენდებს, რომლებიც ქმნიან ელეგანტურ კოსტიუმებს. ტანმოვარჯიშის გარდერობშია Valentino-ს, Alessandra Rich-ის და Oscar de la Renta-ს კაბები. ასევე Proenza Schouler-ის კოსტიუმები. მას ასევე უყვარს კლასიკური აქსესუარები. მაგალითად, ვინტაჟური ჩანთები "შანელის" მოდის სახლისგან.

როგორც ჩანს, პუტინის ფავორიტი უარს მაინც ვერ ამბობს უცხოურ ბრენდებზე მიუხედავად იმისა, რომ მის სამშობლოში ცნობილმა ქალებმა ერთგვარი ფლეშმობი მოაწყეს და Chanel-ის ჩანთები დაჭრეს, სახეზე კი ჭარხალი წაისვეს, მათი თქმით, იმდენად კარგი კანი ჰქონდათ, სულ არ სჭირდებოდათ ძვირადღირებული უცხოური მკვებავი საცხები.

რუსულ მედიაში წერენ, რომ ალინა კაბაევა სახეზე შეცვლილია, რადგანაც, სავარაუდოდ, მან უცხოეთში ყოფნის დროს დიდი რაოდენობით "ხარისხიანი ბოტოქსი" გაიკეთა.