ავტორი:

გიგა ბოკერია არ გამორიცხავს, რომ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის საკითხზე ხელისუფლებაზე ზეწოლამ შედეგი გამოიღოს

გიგა ბოკერია არ გამორიცხავს, რომ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის საკითხზე ხელისუფლებაზე ზეწოლამ შედეგი გამოიღოს

"ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია არ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის საკითხზე ხელისუფლებაზე ზეწოლამ შედეგი გამოიღოს.

ამასთან, როგორც ბოკერიამ აღნიშნა, პოლიტიკური დევნა დასრულდება მაშინ, როდესაც „ივანიშვილის რეჟიმი დამარცხდება“.

"ვერანაირ პროგნოზს ვერ გავაკეთებ, რას იზამს ივანიშვილის რეჟიმი. მგონია, რომ ვერ უნდა გვქონდეს იმის იმედი, რომ ეს რეჟიმი, სანამ ის არ დამარცხდება, ან ისე არ მოირყევა, რომ ზღვარზე იყოს, პოლიტიკურ დევნას შეაჩერებს. ამაზე გათვლა არ შეიძლება. მაგრამ ცხოვრება ზოგჯერ მოულოდნელობებითაა სავსე და შესაძლოა, მაინც გამოიღოს ზეწოლამ შედეგი, ამას ვერ გამოვრიცხავ, უბრალოდ იმედი ვერ გვექნება. პოლიტიკური დევნა დასრულდება მაშინ, როდესაც ივანიშვილის რეჟიმი მშვიდობიანად დასრულდება“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.