ავტორი:

როგორი ამინდი იქნება აღდგომას საქართველოში? - ჰაერის ტემპერატურა +29 გრადუსამდე მოიმატებს

როგორი ამინდი იქნება აღდგომას საქართველოში? - ჰაერის ტემპერატურა +29 გრადუსამდე მოიმატებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23-24 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ჰაერის ტემპერატურა 23-24 აპრილს +24, +29 გრადუსამდე მოიმატებს. 25 აპრილს საქართველოს ცალკეულ რეგიონში სითბოს ფონზე ისევ გაწვიმდება.

თბილისში 23-25 აპრილს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +23, +25 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.