ავტორი:

"დღეს დიდებული დღეა, მაგრამ მტერი აგრძელებს ბომბების სროლას, რომელიც ყოველ სამ წუთში ცვივა" - “აზოვის” პოლკის მეთაურის მოადგილე

"დღეს დიდებული დღეა, მაგრამ მტერი აგრძელებს ბომბების სროლას, რომელიც ყოველ სამ წუთში ცვივა" - “აზოვის” პოლკის მეთაურის მოადგილე

“აზოვის” პოლკის მეთაურის მოადგილე, სვიატოსლავ პალამარი მორიგ ვიდეომიმართვას აქვეყნებს. მან მსოფლიოს მოუწოდა, გააკეთონ მეტი, რათა მარიუპოლიდან ადამიანების გათავისუფლება მოხერხდეს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, პალამარი აღნიშნავს, რომ მარიუპოლში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი არ ყოფილა და რუსები უკრაინელი დამცველების პოზიციებზე შტურმს ცდილობენ.

როგორც სვიატოსლავ პალამარი განმარტავს, "ბიჭები უკანასკნელი ძალებით იბრძვიან, ცდილობენ გამაგრებას“ და ხალხის გაყვანაა საჭირო.

"დღეს დიდებული დღეა და, ამის მიუხედავად, მტერი აგრძელებს საჰაერო ბომბების სროლას, საზღვაო საარტილერიო სროლებს, ქვემეხების სროლას, მტრის ტანკები აგრძელებენ დარტყმას, ქვეითები ცდილობენ შტურმს. მინდა, ამ დღეს ყველამ ფრონტზე, სახლში ან განსახლებაში იფიქროს ღირებულებებზე. ომის 60-ე დღეს, მგონი, ყველა მიხვდა, რომ მატერიალური ნივთები არაფერია შვილებთან ჩახუტებასთან, საყვარელ ადამიანებთან საუბართან, დუმილით ტკბობასთან შედარებით... ახლა მარიუპოლში მტერი უდანაშაულო ბავშვების თავზე ბომბებს ისვრის“ - განაცხადა პალამარმა.