ავტორი:

"რუსეთის ოფიციალური პირები, იერუსალიმის პატრიარქთან ერთად ლოცულობთ, მიგაქვთ წმინდა ცეცხლი მოსკოვში და ამავე დროს იგივე მთავრობა ბომბავს უკრაინას..." - მაქსიმ გალკინის უმწვავესი მიმართვა

"რუსეთის ოფიციალური პირები, იერუსალიმის პატრიარქთან ერთად ლოცულობთ, მიგაქვთ წმინდა ცეცხლი მოსკოვში და ამავე დროს იგივე მთავრობა ბომბავს უკრაინას..." - მაქსიმ გალკინის უმწვავესი მიმართვა

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთი დატოვეს და საცხოვრებლად ისრაელში გადავიდნენ ცნობილი რუსი ვარსკვლავი ალა პუგაჩოვა და მისი მეუღლე მაქსიმ გალკინი, რომელმაც ბოლო დღეების განმავლობაში ომის საწინააღმდეგოდ არაერთი ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა. ამჯერად "ინსტაგრამის" საშუალებით ის აღდგომას ულოცავს აუდიტორიას და ამბობს, რომ აქვს რამდენიმე კითხვა.

"ვულოცავ ყველა მართლმადიდებელს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, ყველას მშვიდობას, სიყვარულს და სიკეთეს ვუსურვებ. მაქვს რამდენიმე კითხვა, რაც მინდა ახლა დავსვა. კომენტარები გავთიშე, საკმარისია, რაც ტროლებმა ტროლების ფაბრიკიდან, ჩემი პოსტებიდან ფული აკეთეს. თავიდან ვერ ვხვდებოდი, ამხელა კომენტარებს რატომ წერენ, მერე გავიგე, რომ თურმე კაპიკებს სიტყვების რაოდენობის მიხედვით უხდიან. რაოდენ არ უნდა გჯეროდეს შენი ხალხის აზრის, რომ ბიუჯეტიდან ამხელა თანხებს ასე ყრიდე ტროლების ფაბრიკაში, რათა წარმოაჩინო, რომ ხელისუფლება და ხალხი ერთია. კარგი ამას შევეშვათ, დავუბრუნდები კითხვებს:

გუშინ, აღდგომის წინ, წმინდა ცეცხლის გადმოსვლის დღე - რუსული ფრთოსანი რაკეტები დაფრინავენ ოდესის საცხოვრებელ კორპუსებზე. იღუპება ოჯახი, კვდება სამი თვის ბავშვი. ეს როგორ ხდება, ამიხსენით! ფრთოსანი რაკეტები საერთოდ რატომ უნდა დაფრინავდნენ საცხოვრებელ კორპუსებში?

რუსეთის ოფიციალური პირები, ჩამოდიხართ და იერუსალიმის პატრიარქთან ერთად ლოცულობთ მშვიდობისთვის, მიგაქვთ წმინდა ცეცხლი მოსკოვში და ამავე დროს იგივე მთავრობა ბომბავს უკრაინას... ან იქნებ ეს ჩვენ არ ვართ? მოვისმინე ახსნა, რომ თურმე მაღალი სიზუსტის რაკეტები საცხოვრებელ კორპუსს იმიტომ მოხვდა, რომ უკრაინულმა საჰაერო თავდაცვამ ეს რაკეტები ჩამოაგდო. ანუ საჰაერო თავდაცვა თუ არ იმუშავებს, ყველაფერი კარგად იქნება?!

ამდენ საშინელებაში დამნაშავეა რუსეთი და ამავდროულად ამბობს, რომ არ არის დამნაშავე. მხეცობა ბუჩაში - ეს ჩვენ არ ვართ, მალაიზიის ბოინგი - ასევე ჩვენ არ ვართ, მარიუპოლი გაასწორეს მიწასთან და ისევ ჩვენ არ ვართ, ოდესაში მიფრინავს რაკეტა, - ეს ჩვენ ვართ, მაგრამ თან არ ვართ... მაშ, რას ვაკეთებთ უკრაინაში?!

ღრმა თანაგრძნობას ვუცხადებ ყველა დაღუპულის ახლობლებს. ნათელი მათ ხსოვნას. დღესასწაულს გილოცავთ", - ამბობს გალკინი მორიგ ვიდეომიმართვაში.

შეგახსენებთ, გუშინ გალკინმა განაცხადა, რომ ისრაელში დაგეგმილი ტურნედან შემოსავლის მნიშვნელოვან ნაწილს უკრაინელ ლტოლვილებს გადაურიცხავს.