ავტორი:

"თქვენთან ერთად მოიგო საფრანგეთმა!" - სალომე ზურაბიშვილი ემანუელ მაკრონს გამარჯვებას ულოცავს

"თქვენთან ერთად მოიგო საფრანგეთმა!" - სალომე ზურაბიშვილი ემანუელ მაკრონს გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ემანუელ მაკრონს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებას და მეორე ვადით არჩევას ულოცავს.

"გილოცავთ ბატონო Emmanuel Macron, თქვენთან ერთად მოიგო საფრანგეთმა! იმარჯვებს ევროპა და ვიმარჯვებთ ჩვენ, ჩვენ ქართველები და უკრაინელები, რომლებსაც გვჭირდება ძლიერი, ღირსეული ევროპა, რომლის ყიდვას, ან გატეხვას რუსეთი ვერ შეძლებს და ვალდებული იქნება პატივი სცეს!" - წერს ზურაბიშვილი "ტვიტერში".

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="fr" dir="ltr">Félicitations <a href="https://twitter.com/EmmanuelMacron?ref_src=twsrc%5Etfw">@EmmanuelMacron</a> avec vous c’est la France qui a gagné! c’est l’Europe qui gagne! et nous gagnons, nous géorgiens, ukrainiens qui avons besoin d’une Europe forte, digne que la Russie soit obligée de respecter et ne puisse acheter ou écraser!</p>&mdash; Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) <a href="https://twitter.com/Zourabichvili_S/status/1518287628952559618?ref_src=twsrc%5Etfw">April 24, 2022</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

შეგახსენებთ, არსებული პროგნოზით, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, 58,2 %-ით ემანუელ მაკრონი იმარჯვებს. მისი მეტოქე, “ულტრამემარჯვენე” მარინ ლე პენია, რომელიც, ხმების, დაახლოებით, 41,8 პროცენტს აგროვებს.