ავტორი:

ძლიერი ხანძარი რუსეთში - ცეცხლი ბრიანსკში ნავთობსაცავში გაჩნდა, იწვის საწვავის ავზები (ფოტოები)

ძლიერი ხანძარი რუსეთში - ცეცხლი ბრიანსკში ნავთობსაცავში გაჩნდა, იწვის საწვავის ავზები (ფოტოები)

რუსეთში, ქალაქ ბრიანსკში ნავთობსაცავში ხანძარი გაჩნდა, - ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს.

"საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ დაადასტურა ხანძრის არსებობა. დადასტურებულია ისიც, რომ ცეცხლი საწვავის ავზებს უკიდია“, - აცხადებენ ბრიანსკის ოლქის ადილობრივ მთავრობაში.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე სახანძრო და სამაშველო ჯგუფები იმყოფებიან. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.