ავტორი:

პუტინის ქალიშვილის ჩაშლილი იუბილე დუბაიში და 4 წლით უმცროსი "ბოიფრენდი" - რას წერენ მარია ვორონცოვაზე, რომელსაც რუსეთის დატოვება აეკრძალა?

პუტინის ქალიშვილის ჩაშლილი იუბილე დუბაიში და 4 წლით უმცროსი "ბოიფრენდი" - რას წერენ მარია ვორონცოვაზე, რომელსაც რუსეთის დატოვება აეკრძალა?

პუტინმა უფროს ქალიშვილს რუსეთის დატოვება აუკრძალა. რუსული მედიის ინფორმაციით, მარია ვორონცოვას უცხოეთში დაბადების დღის აღნიშვნა მეგობარ ბიჭთან ერთად უნდოდა... ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ მარია ვორონცოვას 37-ე დაბადების დღის აღნიშვნა ერთ-ერთ "მეგობრულ ქვეყანაში", სავარაუდოდ, დუბაიში სურდა.

ვორონცოვას მეგობარი ბიჭი 33 წლის ევგენი ნაგორნია. მედიაში წერენ, რომ პუტინმა შვილს საზღვარგარეთ ფრენა აუკრძალა, რადგან ეშინია, რომ შესაძლოა ის რუსეთში აღარ დაბრუნდეს.

"პუტინმა კატეგორიული უარით გაისტუმრა შვილი და მისი უსაფრთხოება გააძლიერა. ჩვენი ინფორმაციით, პრეზიდენტის უფროსი ქალიშვილი რუსეთში დაბრუნებას აღარ გეგმავდა", - ნათქვამია რუსული ტელეგრამის არხის General SVR განცხადებაში, რომელიც კრემლის წყაროზე დაყრდნობით გავრცელდა.

მარია ვორონცოვა და ევგენი ნაგორნი მეგობრების ქორწილში, 2019 წელი

ევგენის გაცნობამდე მარია დაქორწინებული იყო ნიდერლანდების მოქალაქე ჟორიტ ფაასენზე და საზღვარგარეთ ცხოვრობდა, მაგრამ ქმართან დაშორების შემდეგ მოსკოვში ცხოვრობს. მარიას ჰყავს ვაჟი, რომელიც ახლახან რვა წლის გახდა. ფაასენს რუსულ სახელმწიფო კორპორაციებსა და კომპანიებში, რომლებიც ვლადიმერ პუტინის "შიდა წრის" წევრებს ეკუთვნით, ეკავა მაღალი თანამდებობები. თუმცა ფაასენი ახლა უარყოფს რაიმე სახის ურთიერთობას რუსეთის პრეზიდენტის ქალიშვილთან.

ჟორიტ ფაასენი

ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე მარია ვორონცოვა მდიდარი უცხოელებისთვის სანქტ-პეტერბურგის მახლობლად სამედიცინო ცენტრის აშენებას გეგმავდა, მაგრამ ომის შემდეგ მშენებლობა გაიყინა.

ტრადიციულად, პუტინის ქალიშვილების შესახებ ძალიან ცოტაა ცნობილი. საკუთარი ვინაობის დასამალად, მარია და კატერინა სხვადასხვა გვარებითაც კი ცხოვრობდნენ, მაგრამ მედიისთვის დიდი ხანია ცნობილი გახდა, ვინ იყვნენ და რა თანამდებობები ეკავათ მათ.

მარია ვორონცოვას უმცროსი დისგან განსხვავებით უფრო მეტად იცნობდა რუსული საზოგადოება. ის ხშირად გამოდიოდა ტელევიზიით, როგორც სამედიცინო ექსპერტი.

რაც შეეხება მარიას მეგობარ მამაკაცს ევგენი ნაგორნის, ცოტა რამ არის მის შესახებ ცნობილი. ნაგორნიმ 2010 წლის დასაწყისში სოციალურ ქსელში საკუთარ პროფილზე ოპოზიციური ვიდეოები გამოაქვეყნა, მაგრამ მალე საერთოდ უარი თქვა სოციალური ქსელების გამოყენებაზე.

ევგენი ნაგორნი

ნაგორნი მუშაობდა გაზის კომპანია Novatek-ში და მალე შეიძინა ძვირადღირებული ბინა მოსკოვში. სად გაიცნო მარია, უცნობია. რადიო თავისუფლების ჟურნალისტები აცხადებდნენ, რომ მას და პუტინის ქალიშვილს საერთო შვილიც კი ჰყავთ, რომელიც მამის გვარს ატარებს.

ვორონცოვა და ნაგორნი პირველად ერთად მათი საერთო მეგობრების - მოსკოველი ექიმების ოლესია საგაიდაკისა და მაქსიმ მიტროშკინის ქორწილში გამოჩნდნენ, რომელიც 2019 წელს სალერნოში გაიმართა.