ავტორი:

ოდესაში, რუსული რაკეტით მოკლული 3 თვის კირას ფოტოები - დაიღუპნენ დედა და ბებიაც, "ცოცხალი მხოლოდ მამა გადარჩა"

ოდესაში, რუსული რაკეტით მოკლული 3 თვის კირას ფოტოები - დაიღუპნენ დედა და ბებიაც, "ცოცხალი მხოლოდ მამა გადარჩა"

აღდგომის ღამეს დონბასში ოკუპანტების თავდასხმას 3 თვის კირა, მისი დედა და ბებია ემსხვერპლნენ. ინფორმაციას საქართველოში უკრაინის საელჩო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ცოცხალი მხოლოდ მამა გადარჩა.

"აღდგომის ღამეს რუსებმა ოდესის მასშტაბით 7 რაკეტა გაუშვეს. ავიაიერიშის დროს მსხვერპლთა შორის იყვნენ ვალერია, მისი პატარა ქალიშვილი კირა და ბებია. ბავშვი მხოლოდ 3 თვის იყო. ისინი რუსეთმა მოკლა. მხოლოდ მამა დარჩა ცოცხალი" - ნათქვამია ინფორმაციაში.