ავტორი:

"რუსეთმა “აზოვსტალის“ დამცველებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, შესაძლოა, ქიმიური იარაღი გამოიყენოს" -უკრაინის დაზვერვა

"რუსეთმა “აზოვსტალის“ დამცველებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, შესაძლოა, ქიმიური იარაღი გამოიყენოს" -უკრაინის დაზვერვა

"აზოვსტალის“ ქარხანაში უკრაინელი დამცველებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების გეგმებზე რუსეთს უარი არ უთქვამს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო იუწყება.

"საკუთარ სამხედრო მოსამსახურეებს შორის დანაკარგების თავიდან აცილების მიზნით, რუსეთის ფედერაციამ, შესაძლოა, „აზოვსტალში“ მყოფი ადამიანების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენოს,“- აცხადებენ უკრაინის თავდაცვის სამინისტროში.