ავტორი:

"მე თუ რამე მომივა, იცოდეთ, ზელენსკის შეკვეთილი იქნება" - რუსეთის FSB-ის განცხადებით, სოლოვიოვის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 6 პირი დააკავეს

"მე თუ რამე მომივა, იცოდეთ, ზელენსკის შეკვეთილი იქნება" - რუსეთის FSB-ის განცხადებით, სოლოვიოვის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 6 პირი დააკავეს

რუსული გამოცემა RTVI.COM- ის ცნობით, რუსეთის FSB-ის თანამშრომლებმა დააკავს 6 პირი, რომლებიც უკრაინის უშიშროების სამსახურის დაკვეთით კრემლის პროპაგანდისტ ვლადიმირ სოლოვიოვის მკვლელობას ამზადებდნენ. გამოცემა აღნიშნულ ინფორმაცის რუსეთის FSB-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსული უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (FSB) ინფორმაციით, სოლოვიოვის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულებს სოლოვიოვის მოკვლა მოსკოვში მისი მანქანის აფეთქებით ჰქონდათ განზრახული.

უწყების მტკიცებით, თავდამსხმელები აკრძალული ნეონაცისტური ორგანიზაციის ნაციონალ-სოციალიზმი/თეთრი ძალის წევრები არიან.

”უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა, რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტთან ერთად, დააკავა რუსეთში აკრძალული ნეო-ნაცისტური ტერორისტული ორგანიზაციის ნაციონალ-სოციალიზმი / თეთრი ძალის წევრების ჯგუფი - მოქალაქეები. მათ უკრაინის უშიშროების სამსახურის დავალებით დაგეგმეს საზოგადო მოღვაწის, ცნობილი ჟურნალისტის ვლადიმერ სოლოვიოვის მკვლელობა“, - ნათქვამია FSB-ის განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჩხრეკისას შემდეგი ნივთმტკიცებები ამოიღეს: სნაიპერული შაშხანა, მოლოტოვის კოქტეილის რვა ცეცხლგამჩენი მოწყობილობა, 6 მაკაროვის პისტოლეტი, სანადირო თოფი, RGD-5 ხელყუმბარა, სხვადასხვა კალიბრის ათასზე მეტი ვაზნა, ნარკოტიკი, ყალბი უკრაინული პასპორტები და დაკავებულთა ჯგუფის წევრების ფოტოები.

FSB-ს ირწმუნება, რომ დაკავებულები სოლოვიოვის მკვლელობის მომზადებას აღიარებენ.

დღეს, სოლოვიოვის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობის მომზადების შესახებ ცნობებს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გამოეხმაურა. .

"დღეს დილით უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა აღკვეთა ტერორისტული ჯგუფის საქმიანობა. მათ დაგეგმილი ჰქონდათ ერთ-ერთი ცნობილი რუსი ტელეჟურნალისტის მკვლელობა“, - განაცხადა პუტინმა პროკურატურის გაფართოებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

რუსეთის პრეზიდენტმა დასძინა, რომ დასავლეთის ქვეყნები რუსეთთან საინფორმაციო ომში "მარცხდებიან“, რის გამოც "ტერორზე გადავიდნენ“.

აღსანიშნავია, რომ 23 აპრილს, სოლოვიოვის საავტორო გადაცემაში Soloviev LIVE სოლოვიოვმა თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახლო წრეში მის თაობაზე დაიწუწუნა და მეგობრებს სთხოვა, სოლოვიოვს სათანადოდ გასწორებოდნენ.

"მე თუ რამე მომივა, იცოდეთ, ზელენსკის შეკვეთილი იქნება" - თქვა კრემლის პროპაგანდისტმა სოლოვიოვმა.