ავტორი:

უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ კრემინაში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა: "საკრებულოს შენობაში გაზის აფეთქების შედეგად არავინ გადარჩა"

უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ კრემინაში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა: "საკრებულოს შენობაში გაზის აფეთქების შედეგად არავინ გადარჩა"

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ ლუგანსკის ოლქის ქალაქ კრემინაში, რაიონში, რომელიც რუსეთის ძალების მიერ არის ოკუპირებული აფეთქება მოხდა.

ანტონ გერაშჩენკოს თქმით, აფეთქება ქალაქის ადმინისტრაციულ და პოლიციის შენობებში მოხდა.

"კრემინას საკრებულოს შენობაში გაზის აფეთქების შედეგად არავინ გადარჩა. საკრებულოს შენობაში ბუნებრივი აირის აფეთქების პარალელურად, საყოფაცხოვრებო მეორე აფეთქება მოხდა პოლიციის რაიონულ სამმართველოში", - განაცხადა მან "ტელეგრამზე"

CNN - წერს, რომ ტელეკომპანია ვერ ადასტურებს დაღუპულთა რაოდენობას და აფეთქების წარმომავლობას.

უკრაინულმა ძალებმა კრემინა გასულ კვირას დატოვეს.