ავტორი:

"ჩემი შვილი გვეცლება ხელიდან. რატომ? - იმიტომ, რომ 2008 წელს არ ჩააბარა ქვეყანა... ვითხოვ მის დაუყოვნებლივ გაყვანას ამ ქვეყნიდან და მოთავსებას შესაფერის კლინიკაში" - გიული ალასანია

"ჩემი შვილი გვეცლება ხელიდან. რატომ? - იმიტომ, რომ 2008 წელს არ ჩააბარა ქვეყანა... ვითხოვ მის დაუყოვნებლივ გაყვანას ამ ქვეყნიდან და მოთავსებას შესაფერის კლინიკაში" - გიული ალასანია

ვითხოვ, მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გაყვანას ამ ქვეყნიდან და შესაფერის კლინიკაში მოთავსებას, იქნებ ისევ არის შანსი, რომ გადავარჩინოთ მისი სიცოცხლე , - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ რუსთავის ციხესთან ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დღეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა.

როგორც გიული ალასანიამ აღნიშნა, ბევრს ყოფილი პრეზიდენტი „ყოვლისშემძლე“ ჰგონია და მისი ცუდად ყოფნა უკვირს.

"7 თვე იწურება, რაც ჩემი შვილი ჩამოვიდა. ამასობაში ჩვენ მოვიარეთ ყველა ციხე, რაც კი არსებობს საქართველოში. ეს ციხე [რუსთავის], რომელიც სხვათაშორის, მისი აშენებულია. ის ციხე, რომელიც გორში ასევე მისი აშენებული, ვითომ კლინიკა ჰქვია, გლდანზე უკვე აღარაფერს ვიტყვი. ეს ადამიანი უბრალოდ გვეცლება ხელიდან. რატომ? - იმიტომ, რომ 2008 წელს არ ჩააბარა ქვეყანა და ბევრი სხვა წარმატების გამო, რომლის მოწმე ჩვენ ყველა ვიყავით. მოგწონს, არ მოგწონს, იზიარებ, არ იზიარებ, ეს ხომ რეალობა იყო?! - ქვეყანა აშენდა, ქვეყანა მსოფლიოსთვის გახდა ცნობილი, რომელსაც არავინ იცნობდა. ძალიან ბევრი წარმატების მოწმე ვიყავით იმ წლებში და ახლა რას ვიღებთ და რისი მოწმეები ვართ, ყველა ძალიან კარგად ვხედავთ.

ახლა ვითხოვ, როგორც ყოველთვის არაერთხელ, მის დაუყოვნებლივ გაყვანას ამ ქვეყნიდან და მოთავსებას შესაფერის კლინიკაში. იქნებ ისევ არის შანსი, რომ გადავარჩინოთ მისი სიცოცხლე. დღეს უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაა აქვს ამ ადამიანს და ბოლოს და ბოლოს გაიგოს ყველამ. ძალიან მიკვირს ზოგიერთი ადამიანის გულუბრყვილობა; ხანდახან ისეთი ადამიანი გკითხავს, „მართლა, ეს როგორ მოხდა?!“ - იმდენად ყოვლისშემძლე და სასწაულმოქმედი ჰგონიათ ეს ადამიანი, საერთოდ ჰგონიათ, რომ უკვდავია, არაფერი დღეს არ შეეხება. სამწუხაროდ ეს ასე არ არის. ჩვენს თვალწინ ხდება მისი გაქრობა, ეს არის თავის მოჭრა და ჩვენი ქვეყნის დანგრევა“, - განაცხადა გიული ალასანიამ.