ავტორი:

უკრაინის აღმოსავლეთში რუსული ძალები ცდილობენ, ალყაში მოაქციონ ძლიერად გამაგრებული უკრაინული პოზიციები - ბრიტანეთის თავდაცვის უწყება

უკრაინის აღმოსავლეთში რუსული ძალები ცდილობენ, ალყაში მოაქციონ ძლიერად გამაგრებული უკრაინული პოზიციები - ბრიტანეთის თავდაცვის უწყება

უკრაინული ძალები ზაპოროჟიეში სამხრეთიდან რუსეთის პოტენციური თავდასხმის ფონზე თავდაცვისთვის ემზადებიან, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის განახლებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, უკრაინის აღმოსავლეთში რუსული ძალები, სავარაუდოდ, ცდილობენ, ალყაში მოაქციონ ძლიერად გამაგრებული უკრაინული პოზიციები.

"გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქი კრემენაია დაეცა და მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს იზიუმის სამხრეთით, რადგან რუსული ძალები ცდილობენ წინსვლას ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან ქალაქების, სლოვიანსკისა და კრამატორსკის მიმართულებით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.