ავტორი:

რუსეთში ე.წ.დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების საელჩოების გახსნა იგეგმება

რუსეთში ე.წ.დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების საელჩოების გახსნა იგეგმება

რუსეთში, უახლოეს მომავალში, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების საელჩოების გახსნა იგეგმება, - ინფორმაციას რუსული მედია დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ვეცდებით ეს უახლოეს მომავალში გავაკეთოთ, რაც უფრო მალე, მით უკეთესი. ჩვენ კონკრეტული სამუშაოებით ვართ დაკავებულნი", - ციტირებს სააგენტო საკუთარ წყაროს.

მისი თქმით, ე.წ. "დიპლომატიური მისიები“, შეიძლება ერთი ან ორი თვის განმავლობაში გაიხსნას.

შეგახსენებთ, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას "ლუგანსკის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების“ სუვერენიტეტის ე.წ. "აღიარების“ შესახებ. მეორე დღეს რუსეთმა ე.წ. "ახალ სახელმწიფოებთან“ დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა.