ავტორი:

"აღდგომის დღეებში მტერმა უპრეცედენტო დარტყმა მიაყენა უკრაინას - განსაკუთრებით ცინიკური იყო, რომ ოკუპანტების მიერ ნასროლ ჭურვებს ეწერა: "ქრისტე აღდგა“ - უკრაინის შს მინისტრი

"აღდგომის დღეებში მტერმა უპრეცედენტო დარტყმა მიაყენა უკრაინას - განსაკუთრებით ცინიკური იყო, რომ ოკუპანტების მიერ ნასროლ ჭურვებს ეწერა: "ქრისტე აღდგა“  - უკრაინის შს მინისტრი

აღდგომის დღეებში ოკუპანტებმა უკრაინის ოლქების წინააღმდეგ უპრეცედენტო სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა დენის მონასტირსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, განსაკუთრებით ცინიკური იყო, რომ ოკუპანტების მიერ ნასროლ ჭურვებს ეწერა: "ქრისტე აღსდგა“

"დღეს ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთში ურთულესი ბრძოლები მიმდინარეობს. აღდგომის დღესასწაულზე ზავის გამოცხადებასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდების მიუხედავად, მტერმა უპრეცედენტო სარაკეტო თავდასხმა განახორციელა არა მხოლოდ დონბასში, არამედ უკრაინის სხვა რეგიონებშიც. განსაკუთრებით ცინიკური იყო, რომ ოკუპანტების მიერ ნასროლ ჭურვებს ეწერა: "ქრისტე აღდგა“, - აღნიშნა მინისტრმა მონასტირსკიმ.