ავტორი:

საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი - როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი -  როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

30 აპრილამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +20, +25, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +24, +29 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +27, +29 გრადუსის ფარგლებში იქნება.