ავტორი:

კიმ ჩენ ინმა ფიცი დადო, რომ ქვეყნის ბირთვულ არსენალს კიდევ უფრო გააძლიერებს - დიქტატორი აღლუმზე ცოლთან ერთად მივიდა (ფოტოები)

კიმ ჩენ ინმა ფიცი დადო, რომ ქვეყნის ბირთვულ არსენალს კიდევ უფრო გააძლიერებს - დიქტატორი აღლუმზე ცოლთან ერთად მივიდა (ფოტოები)

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა, ორშაბათ საღამოს გამართულ სამხედრო აღლუმზე ფიცი დადო, რომ ქვეყნის ბირთვულ არსენალს გააძლიერებს.

აღლუმი ქვეყნის შეიარაღებული ძალების დაარსების იუბილეს მიეძღვნა და სხვადასხვა იარაღთან ერთად, წარმოდგენილი იყო აკრძალული კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტებიც (ICBM). გაიმართა შთამბეჭდავი სანახაობა. აღლუმს ჩრდილოეთ კორეის დიქტატორი მეუღლესთან, რი სოლ ჯუსთან ერთად დაესწრო.

მარტში, ჩრდილოეთ კორეამ 2017 წლის შემდეგ პირველად, თავისი ყველაზე ცნობილი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. ეს საერთაშორისო საზოგადოებამ დაგმო, აშშ-მა კი არაერთი სანქცია დაუწესა ქვეყანას. სამხრეთ კორეელი ექსპერტები ეჭვის ქვეშ აყენებენ სატესტო გაშვების წარმატებას.

აღლუმზე წარმოდგენილ იარაღს შორის საზღვაო ბალისტიკური რაკეტებიც იყო ჰიპერბგერით რაკეტებთან ერთად. აქ იყო ასევე მარტში დატესტილი ICBM იარაღიც - "ჰვასონგ-17".

კიმ ჩენ ინი დასავლეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოცდის დაგმობას არ განიცდის და ამბობს: "ბირთვული შესაძლებლობების რაც შეიძლება სწრაფი ტემპით ზრდისთვის, კვლავ გადავდგამთ ნაბიჯებს“.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ისიც განაცხადა, რომ მათი ბირთვული ძალები ყოველთვის მზადყოფნაში უნდა იყოს, თუ მათი მოულოდნელი გამოცდა გადაწყდება.

ჩრდილოეთ კორეის ბირთვული იარაღი ომის შემაკავებელი ინსტრუმენტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ კიმ ჩენ ინის თქმით, სხვა მიზეზების გამოც შეიძლება მათი გამოყენების საჭიროება დადგეს. ის წინა გამოსვლებშიც იმუქრებოდა: „თუ თავს დაგვესხმიან, ჩვენც შევუტევთ“.

წყარო: bbc

იხილეთ ასევე:

მოამზადა: ანა სიბოშვილმა