ავტორი:

"საქართველოს ხელისუფლება გასაკვირად ადეკვატურად იქცევა....სააკაშვილი თავად დააკავეს, სანქციებს მხარი არ დაუჭირეს" - მარგარიტა სიმონიანი

"საქართველოს ხელისუფლება გასაკვირად ადეკვატურად იქცევა....სააკაშვილი თავად დააკავეს, სანქციებს მხარი არ დაუჭირეს" - მარგარიტა სიმონიანი

კრემლის პროპაგანდისტი, მარგარიტა სიმონიანი, საქართველოს ხელისუფლებას ბოლოდროინდელ ნაბიჯებს უწონებს. ის "ტელეგრამის" ოფიციალურ არხზე წერს, რომ "საქართველოს ხელისუფლება გასაკვირად ადეკვატურად იქცევა."

"საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ამ სიტუაციაში გასაკვირად ადეკვატურად იქცევა.

სააკაშვილი, რომელმაც ჩვენს მშვიდობისმყოფელებს ესროლა, თავად დააკავეს, სანქციებს მხარი არ დაუჭირეს, რიტორიკა უფრო მშვიდია, ვიდრე ОДКБ-ს ზოგიერთი წევრი ქვეყნის.

ხომ არ გაგვეუქმებინა მათთან საჰაერო კავშირებზე აკრძალვა? ისინი ამას მოუთმენლად ელიან", - წერს სიმონიანი.