ავტორი:

"რადიაციის დონე ჩერნობილის ყოფილ ატომურ ელექტროსადგურზე არანორმალურია" - რას აცხადებენ გაერო-ს ატომურ სააგენტოში

"რადიაციის დონე ჩერნობილის ყოფილ ატომურ ელექტროსადგურზე არანორმალურია" - რას აცხადებენ გაერო-ს ატომურ სააგენტოში

გაერო-ს ატომური სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ რადიაციის დონე ჩერნობილის ყოფილ ატომურ ელექტროსადგურზე "არანორმალურია".

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის მიერ ტერიტორიის ერთკვირიანი ოკუპაცია იყო "ძალიან, ძალიან საშიში". ამის შესახებ "ფრანს პრესი“ იუწყება.

ცნობისთვის, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური იყო ბირთვული კატასტროფის ადგილი 1986 წელს და დღემდე გამოიყენება ბირთვული ნარჩენების შესანახად.