ავტორი:

"ვიცი თქვენი წუხილი რუსეთის ოპერაციასთან დაკავშირებით, მაგრამ" - რა უთხრა პუტინმა გაეროს გენმდივანს? განცხადებები და შეხვედრის დეტალები

"ვიცი თქვენი წუხილი რუსეთის ოპერაციასთან დაკავშირებით, მაგრამ" - რა უთხრა პუტინმა გაეროს გენმდივანს? განცხადებები და შეხვედრის დეტალები

ვიცი თქვენი წუხილი რუსეთის ოპერაციასთან დაკავშირებით, მაგრამ ყველა პრობლემა უკრაინაში წარმოიშვა 2014 წელს იქ მომხდარი გადატრიალების შემდეგ. "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა გაეროს გენერალურ მდივანთან შეხვედრისას განაცხადა.

ამავე შეხვედრაზე პუტინმა განაცხადა, რომ თურქეთში გამართული მოლაპარაკებების შედეგად, შესაძლებელი გახდა უკრაინის საკითხზე სერიოზული გარღვევა, "რადგან უკრაინის საერთაშორისო უსაფრთხოების მოთხოვნები უკრაინელ კოლეგებს არ დაუკავშირებიათ ისეთ ცნებასთან, როგორიც არის უკრაინის საზღვრების საერთაშორისო აღიარებული საზღვრები. ფრჩხილებს გარეთ გაიტანეს ყირიმი, სევასტოპოლი და რუსეთის მიერ ახლადაღიარებული დონბასის რესპუბლიკები გარკვეული დათქმებით“, - განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, ამ შეთანხმებების მიღწევისა და რუსეთის მიერ საკმაოდ ცხადად დემონსტრირებული მიზნების შემდეგ, „შევეჯახეთ პროვოკაციას დასახლებულ პუნქტ ბუჩაში, რომელთანაც რუსეთის არმიას არ გააჩნია არავითარი შეხება".

"ჩვენ ვიცით ეს ვინ ჩაიდინა. ვიცით, ვინ ამზადებდა ამ პროვოკაციას, რა საშუალებებით და რა ადამიანები მუშაობდნენ ამაზე“, - განაცხადა პუტინმა.

გუტერეშმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ გაერო მხარს უჭერს დიალოგს რუსეთსა და უკრაინას შორის.

"ჩვენ არ ვართ მოლაპარაკებების ნაწილი, მაგრამ მხარს ვუჭერთ დიალოგს ორ ქვეყანას შორის და მხარს ვუჭერთ თურქეთის კეთილ ნებას ამ მიდგომის განსავითარებლად.

თუმცა, ჩვენი მთავარი ამოცანა ის არის, რაც უკავშირდება ჰუმანიტარულ ვითარებას უკრაინაში. ეს გადაწყვეტს, გააუმჯობესებს მას. ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული იმის გამო, რაც ახლა ხდება და მიგვაჩნია, რომ მოხდა შეჭრა უკრაინის ტერიტორიაზე. მიუხედავად ამისა, ჩამოვედი მოსკოვში პრაგმატული მიდგომით. ღრმად ვართ შეშფოთებული უკრაინაში ჰუმანიტარული ვითარების გამო“, - განაცხადა გუტერეშმა.