ავტორი:

"პუტინი პრინციპში დათანხმდა გაეროს და წითელი ჯვრის მონაწილეობას "აზოვსტალიდან" მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში" - გაერო

"პუტინი პრინციპში დათანხმდა გაეროს და წითელი ჯვრის მონაწილეობას "აზოვსტალიდან" მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში" - გაერო

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი "პრინციპში" დათანხმდა გაეროს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მონაწილეობას მარიუპოლის "აზოვსტალის" ქარხნიდან მოქალაქეების ევაკუაციაში.

ინფორმაციას გაეროზე დაყრდნობით CNN-ი ავრცელებს.

"გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა გაიმეორა გაეროს პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით და მათ [გუტერეშმა და პუტინმა] განიხილეს ჰუმანიტარული დახმარებისა და კონფლიქტის ზონებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ წინადადებები“, - აღნიშნულია გაეროს გენერალური მდივნის პრესსპიკერის განცხადებაში.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მის ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის ოფისსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის შემდგომი საუბრები მოგვიანებით გაიმართება.