ავტორი:

"ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც იბრძოდნენ უკრაინის ძალებისთვის და ტყვედ აიყვანეს, არ არიან მძევლები და არ უნდა გაცვალონ ისე, თითქოს ტერორისტები არიან" - ჯონსონი

"ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც იბრძოდნენ უკრაინის ძალებისთვის და ტყვედ აიყვანეს, არ არიან მძევლები და არ უნდა გაცვალონ ისე, თითქოს ტერორისტები არიან" - ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი არ ელის, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს უკრაინაში თუ იქ მეტი სამხედრო წარუმატებლობა შეექმნა. ამის შესახებ მან Talk TV-სთან ისაუბრა.

ჟურნალისტმა გაერთიანებული სამეფოს პრემიერს კითხვა რუსული ძალების მიერ დატყვევებული ბრიტანელი ჯარისკაცის ეიდენ ასლინის შესახებ და შესაძლო პატიმრების გაცვლის შესაძლებლობაზეც დაუსვა.

ჯონსონმა პასუხად აღნიშნა, რომ მთავრობა „გააკეთებს იმას, რისი გაკეთებაც შეგვიძლია“.

„ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ეიდენი და გაერთიანებული სამეფოს სხვა მოქალაქეები, რომლებიც იბრძოდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის და რომლებიც ტყვედ აიყვანეს, არ არიან მძევლები და ისინი არ უნდა გაცვალონ ისე, თითქოს ტერორისტები არიან - ისინი ომის ტყვეები არიან“, - აღნიშნა ჯონსონმა.