ავტორი:

ბინის გაყიდვით დაფარული იპოთეკური სესხი, პიარის სპეციალისტი მეუღლე და ქველმოქმედებაში დახარჯული თანხა - თალაკვაძის აპოლიტიკური ცხოვრება და ქონებრივი დეკლარაცია

ბინის გაყიდვით დაფარული იპოთეკური სესხი, პიარის სპეციალისტი მეუღლე და ქველმოქმედებაში დახარჯული თანხა - თალაკვაძის აპოლიტიკური ცხოვრება და ქონებრივი დეკლარაცია

ქართველი პოლიტიკოსი და ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოზურგეთში დაიბადა. დეპუტატის პოლიტიკური კარიერის ათვლა ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ იწყება. თალაკვაძეს ჰყავს მეუღლე ქეთევან ბუბუტეიშვილი და ორი ქალიშვილი, ელე და ანა ბეატრის თალაკვაძეები.

პოლიტიკოსმა დეკლარაცია გასული წლის სექტემბერში შეავსო. ქეთევან ბუბუტეიშვილი ფლობს მსუბუქ ავტომანქანას BMW X5-ს, რომელიც გაცვლით აქვს შეძენილი, ამ შემთხვევაში მყიდველს 11400 დოლარი დამატებით გადაუხადა.

როგორც აღმოჩნდა, თალაკვაძე მოტომოყვარულია. 2016 წელს მოტოსატრანსპორტო საშუალება Harley-Davidson 8000 დოლარად შეიძინა. არჩილ თალაკვაძის მფლობელობაშია 1971 წელს გამოსული მსუბუქი ავტომანქანა Volkswagen, რომელიც 2021 წელს 4300 დოლარად შეიძინა.

დეკლარაციის შევსების დროს, არჩილ თალაკვაძეს თიბისი ბანკი სახელფასო ანგარიშზე ჰქონდა 5812,9 ლარი, ქეთევან ბუბუტეიშვილს თიბისი ბანკის სახელფასო ანგარიშზე - 988,07 ლარი.

ქეთევან ბუბუტეიშვილი წლებია, რაც პიარისა და კომუნიკაციების სფეროში მუშაობს. ამჟამად საქართველოს ფინანსთა სამინისტრო პიარ-კომუნიკაციების სპეციალისტია, სადაც ერთი წლის მანძილზე ხელფასის სახით 37 432 ლარი მიიღო.

არჩილ თალაკვაძის დეკლარაციის შევსებისას კალენდარულ წელში ის პერიოდიც მოხვდა, როდესაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გახლდათ. სახელფასო სარგომ 66 448,83 ლარი შეადგინა.

არჩილ თალაკვაძემ ბინის შესყიდვის მიზნით, 2012 წელს იპოთეკური სესხის სახით 72 000 დოლარი აიღო, რომლის დაფარვის ბოლო წლად 2027 წელი გახლდათ მითითებული, თუმცა დეკლარაციის შევსების მომენტში სესხი სრულად არის დაფარული, საკუთრებაში არსებული ბინის გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავლიდან.

არჩილ თალაკვაძემ ქველმოქმედება-დონაციაში 6000 ლარი დახარჯა... თალაკვაძე სხვა პოლიტიკოსებისგან განსხვავებით სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მეუღლესთან და შვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს. ახლახან მეუღლეს თანაცხოვრების 15 წლისთავი მიულოცა.

პოლიტიკოსის სოციალურ ქსელს თუ გადავხედავთ, ინსტაგრამის ბიოგრაფიაში მითითებული აქვს - მამა, ქმარი, პოლიტიკოსი... დაკავებულია სპორტით, უყვარს ცხოველები, მოგზაურობა ოჯახთან ერთად და მისი არაოფიციალური დრესკოდია ჯინსები...