ავტორი:

"5-დან 11 წლამდე ბავშვებისთვის ვაქცინა შეკვეთილი გვაქვს" - ამირან გამყრელიძე

"5-დან 11 წლამდე ბავშვებისთვის ვაქცინა შეკვეთილი გვაქვს" - ამირან გამყრელიძე

ყველამ ერთად ვიმუშაოთ მოსახლეობის 70% აცრაზე ივნისში თუ არა წლის ბოლომდე. ეს მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა და მოსახლეობა დაცული იყოს ახალი ტალღებისგან, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც გამყრელიძე განმარტავს, იმუნიზაციის კვირეული ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებს ისახავს მიზნად.

"იმუნიზაციის კვირეული იმიტომ არის, რომ ყველამ ერთად ვიმუშაოთ მოსახლეობის 70 %-ის აცრაზე ივნისში თუ არა წლის ბოლომდე, ეს მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა და მოსახლეობა დაცული იყოს ახალი ტალღებისგან",- აღნიშნავს გამყრელიძე.

მან ბავშვების ვაქცინაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 11 წლამდე ბავშვებისთვის განკუთვნილი ვაქცინა, რომელიც მიმდინარე წელს შემოვა რისკ ჯგუფებისთვის იქნება განკუთვნილი.

"5- დან 11 წლამდე ბავშვებისთვის ვაქცინა შეკვეთილი გვაქვს. როდესაც შემოვა განისაზღვრება რისკ ჯგუფები, რომლებიც პირველები აიცრებიან",- აღნიშნავს გამყრელიძე.