ავტორი:

"გულით ახალგაზრდა" - 82 წლის ალ პაჩინოს 28 წლის შეყვარებული ჰყავს: როგორ აღნიშნა ჰოლივუდის ვარსკვლავმა დაბადების დღე საყვარელ ქალთან ერთად

"გულით ახალგაზრდა" - 82 წლის ალ პაჩინოს 28 წლის შეყვარებული ჰყავს: როგორ აღნიშნა ჰოლივუდის ვარსკვლავმა დაბადების დღე საყვარელ ქალთან ერთად

28 წლის ნურ ალფალაჰსა და მასზე 54 წლით უფროსი მსახიობის, ალ პაჩინოს რომანის ამბავი მედიისთვის ახლახანს გახდა ცნობილი. როგორც ჩანს, ისინი აღარ აპირებენ თავიანთი ურთიერთობის დამალვას.

ალ პაჩინო და ნური, მსახიობის დაბადების დღეზე, ჰოლივუდში, იტალიურ რესტორანში წავიდნენ სავახშმოდ და სწორედ აქ "გამოიჭირეს" ისინი პაპარაცებმა. წყვილის ურთიერთობის შესახებ, წინა კვირას გახდა ცნობილი, მას შემდეგ, რაც ისინი ლოს-ანჯელესში პაემანზე, ერთად ვახშმობისას შეამჩნიეს.

როგორც ჩანს, წყვილისთვის 54-წლიანი ასაკობრივი სხვაობა არაფერს ნიშნავს. ალ პაჩინო რომ შინაგანად ისევ ახალგაზრდაა, მისი ტელეფონის ქეისიც მოწმობს, რომელზეც "შრეკის" გამოსახულებებია. "გულით ახალგაზრდა" - ასე ახასიათებენ ფანები ალ პაჩინოს.

28 წლის ნურ ალფალაჰი პროდიუსერია და მილიონრების ოჯახიდანაა. მამა ქუვეითიდან ჰყავს, დედა კი ამერიკელია.

"ნური ყოველთვის ძალიან მდიდარ და ასაკით უფროს მამაკაცებს ხვდება," - ამბობს ერთ-ერთი წყარო. აქამდე ის, მიკ ჯაგერს ხვდებოდა. იმ დროისთვის მიკი 74 წლის იყო, ნური კი მხოლოდ 22-ის.

გავრცელებული იყო ჭორებიც, რომ ნური ჯაგერთან დაშორების შემდეგ, 91 წლის კლინტ ისტვუდსაც ხვდებოდა, მაგრამ თავად გოგონა უარყოფს ამას.

ნური მიკ ჯაგერთან ერთად

ალ პაჩინოს ურთიერთობებს რაც შეეხება, ის ბოლოს სერიოზულ ურთიერთობაში მსახიობ მეიტალ დოჰანთან იყო. როცა ერთმანეთს დაცილდნენ, ქალი 40-ის, პაჩინო კი 79 წლის იყო. მსახიობს 3 შვილი ჰყავს. წყაროები იტყობინებიან, რომ ნური და ალ პაჩინო ერთმანეთს პანდემიის დასაწტისიდან ხვდებიან.

წყარო: dailymail

მოამზადა: ანა სიბოშვილმა