23 აპრილს, ოდესელი იური გლოდანი სახლიდან მაღაზიაში ახალი გასული იყო, სარაკეტო შეტევის ხმა რომ მოესმა. ის სასწრაფოდ სახლისკენ წავიდა და დაინახა, რომ მისი საცხოვრებელი კორპუსი ცეცხლში იყო გახვეული, ყვირილით სთხოვდა პოლიციელებს, სახლში შეეშვათ. კიბეებზე სასწრაფოდ აირბინა და ოთახში შესულმა გარდაცვლილი მეუღლისა და სიდედრის ცხედრებს მოჰკრა თვალი. ისინი რუსულმა რაკეტამ იმსხვერპლა.
მოგვიანებით მაშველებმა იურის სამი თვის გოგონა - კირაც გარდაცვლილი იპოვეს.
უკრაინაში უკვე ორი თვეა, ომია და ყოველ დღე ადამიანებს დიდ მწუხარებასთან უწევთ გამკლავება, თუმცა ოდესაში დატრიალებულმა ერთი ოჯახის ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა.
ამ ამბავს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც გამოეხმაურა:
"როგორ უქმნიდა კირა საფრთხეს რუსეთს? როგორც ჩანს, ბავშვების მკვლელობა - რუსეთის ფედერაციის ახალი ეროვნული იდეაა“, - განაცხადა ზელენსკიმ უკრაინელებთან საღამოს მიმართვისას.
ოდესაზე სარაკეტო თავდასხმის მსხვერპლი კიდევ 5 ადამიანი გახდა.
გასულ კვირას იური დანგრეულ სახლში მივიდა, რათა ის ნივთები წამოეღო, რაც სარაკეტო იერიშს გადაურჩა - ფოტოალბომი, მეუღლის ხელნაწერი წერილები და სხვა... ნანგრევებში მან შვილის დამტვრეული ეტლიც იპოვა.
"ყველაფერს, რაც იქ არის, გადაყრიან, როგორც ნაგავს. ჩემთვის, ჩემი მეგობრებისთვის და ახლობლებისთვის კი ყოველ ნივთს დიდი მნიშვნელობა აქვს“.
იური და მისი მეუღლე ვალერია ერთად 9 წელი იყვნენ. გააგრძელეთ კითხვა
იხილეთ ასევე: