ავტორი:

გარდაცვლილია 50-წლამდე მამაკაცი, დაჭრილებს შორის არასრულწლოვანი ბიჭიც არის - რა დეტალები ხდება ცნობილი ისანში მომხდარ მკვლელობაზე?

გარდაცვლილია 50-წლამდე მამაკაცი, დაჭრილებს შორის არასრულწლოვანი ბიჭიც არის -  რა დეტალები ხდება ცნობილი ისანში მომხდარ მკვლელობაზე?

დღეს ისანში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე სკვერში დაწყებული კრიმინალური გარჩევისას ერთი მამაკაცი გარდაიცვალა. "დირსის“ საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე ამ დრომდე კრიმინალისტები მუშაობენ. დაპირისპირება ორ ჯგუფს შორის სკვერში დაიწყო და კორპუსის ეზოში მკვლელობით დასრულდა. სისხლიანი ანგარიშსწორების მოტივი ამ დრომდე უცნობია. არაოფიციალური ინფორმაციით, ოთხივე ერთი ოჯახის წევრია და მათ შორის ერთი არასრულწლოვანი, 16 წლის ბიჭია. ადგილობრივების თქმით, თავდამსხმელი ორი ახალგაზრდა იყო, კონფლიქტი კი საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაიწყო. მათივე თქმით, ოთხივე ადამიანი ერთმა თავდამსხმელმა ჯერ დანით დაჭრა და შემდეგ ქვა და ხელკეტიც გამოიყენა.

დაჭრილები ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

ambebi.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ ოთხიდან ერთი გარდაცვლილი 50 წლამდე ასაკის მამაკაცია, დანარჩენი სამი კი შედარებით მსუბუქად არის დაჭრილი და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამასთანავე, იდენტიფიცირებულია დამნაშავეც.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის 108-ე და 19/109 მუხლებით.