ავტორი:

"შეშფოთებული ვარ დნესტრისპირეთში განვითარებული მოვლენებით, ევროპის უფრო მეტად დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობა ყოველი ჩვენგანისთვის რისკია" - პრეზიდენტი

"შეშფოთებული ვარ დნესტრისპირეთში განვითარებული მოვლენებით, ევროპის უფრო მეტად დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობა ყოველი ჩვენგანისთვის რისკია" - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ დნესტრისპირეთის რეგიონში განვითარებული მოვლენებით შეშფოთებულია.

როგორც სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე წერს, ევროპის უფრო მეტად დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობა ყოველი ჩვენგანისთვის რისკია.

"ძალიან შეშფოთებული ვარ დნესტრისპირეთში განვითარებული მოვლენებით. ჩემი სრული სოლიდარობა პრეზიდენტ მაია სანდუსა და სრულიად მოლდოვას! ევროპის უფრო მეტად დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობა ყოველი ჩვენგანისთვის რისკია", - წერს სალომე ზურაბიშვილი.

ბოლო დღეების განმავლობაში დნესტრისპირეთში რამდენიმე თავდასხმა მოხდა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამ თავდასხმების უკან რუსული სპეცსამსახურები დგანან. უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ თავდასხმების მიზანი რეგიონში დესტაბილიზაციის გამოწვევა და მისი ომში ჩაბმაა. მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ აფეთქებებს უკავშირებს "დნესტრისპირეთის სხვადასხვა ჯგუფებს შორის შიდა უთანხმოებებს, რომლებსაც სიტუაციის დესტაბილიზაციის ინტერესი აქვთ".