ავტორი:

წითელი ბუშტები, რომანტიკული და სიყვარულით სავსე გარემო - როგორ სთხოვა ხელი ირაკლი მაქაცარიამ საყვარელ ქალს

წითელი ბუშტები, რომანტიკული და სიყვარულით სავსე გარემო - როგორ სთხოვა ხელი ირაკლი მაქაცარიამ საყვარელ ქალს

ტელეწამყვანმა და პროდიუსერმა ირაკლი მაქაცარიამ 17 წლით უმცროს ლიზა ჩიჩუას ხელი საჯაროდ სთხოვა. რომანტიკულ გარემოში, მინდორზე, წითელი ბუშტების ფონზე დაჩოქილ შეყვარებულ მამაკაცს ვიდეოს და ფოტოებს საცოლის მეგობრები უღებდნენ.

წყვილის ურთიერთობის შესახებ ცნობილი უკვე რამდენიმე თვეა გახდა. ისინი იმდენად ხშირად ჩნდებოდნენ ერთად, თაყვანისმცემლების ნაწილს დაოჯახებულებიც კი ეგონათ.

"პრაიმშოუს“ მრავალრიცხოვანი წამყვანებიდან დასაოჯახებლები ანრი ჯოხაძე და ნინი ბადურაშვილი დარჩნენ. ჩიჩუა-მაქაცარიას წყვილი ქორწილს, სავარაუდოდ, ზაფხულში გადაიხდის.

ლიზა ჩიჩუა ცნობილი ოფთალმოლოგის გიორგი ჩიჩუასა და ენდოკრინოლოგ ქეთი ასათიანის შვილია.